პატრიოტთა ალიანსი და გაერთიანებული საზოგადოება სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად
28 დეკემბერს, “პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და “ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “გაერთიანებულმა საზოგადოებამ” ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, უმძიმეს სოციალურ პირობებში მყოფ მრავალშვილიან, მარტოხელა დედის ოჯახს ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა მცირეწლოვან ბავშვებს წინსაახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს. აქციას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება. 31 დეკემბრამდე ახალგაზრდა პატრიოტები სხვა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებსაც გაახარებენ