“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურას წარადგენს

პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან, ირმა ინაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ “პარტიოტთა ალიანსის” წევრმა გოჩა თევდორაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.

“ამ საკითხზე ჩვენ უკვე ჩამოყალიბებული ვართ. საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე შეთავაზებული იქნება ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი ქალბატონი ირმა ინაშვილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკურიც არის, სამართლიანიც არის პარტიისგან და ის იქნება წარმოჩენილი, როგორც ვიცე-სპიკერი”, – განაცხაა გოჩა თევდორაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, ირმა ინაშვილისა და ადა მარშანიას კანდიდატურები განიხილებოდა.
წყარო:PRIMETIMMENEWS.GE

Comments
Loading...