“პატრიოტთა ალიანსის” აქცია რუსთაველზე!!!

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. ამის მიზეზი “პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქცია-მსვლელობა გახდა.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა რამოდენიმე მოთხოვნა წაუყენეს ხელისუფლებას მათ შორის, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენება, ასევე გაყალბებული არჩევნების უკანონოდ ცნობა და მომავალში არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.
რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მომიტინგეები მსვლელობით მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ…


მომიტინგეები არ აპირებენ დაშლას,მათი თქმით აქციაზე ჯერ-ჯერობით 15 ათასამდე ადამიანი იმყოფება.
ნაწილი მოხალისეებისა მთავრობის სახლთან ღამის გათევას აპირებს, ირმა ინაშვილმა და რამოდენიმე “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა კი უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

Leave A Reply

Your email address will not be published.