„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” სახალხო დამცველს საპროტესტო აქციის მონიტორინგის თხოვნით მიმართა.
უჩა ნანუაშვილის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში ალიანსის ხელმძღვანელობა ომბუდსმენს 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან დაწყებული შიმშილობის აქციის მეთვალყურეობას და ამ მიზნით შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების გამოყოფას სთხოვს.
„გთხოვთ, აღნიშნულ აქციას გაუწიოთ 24-საათიანი მონიტორიგნი, რათა დაცული იყოს მოშიმშილეთა უსაფრთხოება”, – ნათქვამია წერილში.
განცხადება სახალხო დამცველის ოფისს დღეს, 13:00 საათზე ჩაბარდა.