პატრიოტთა ალიანსმა უვადო შიმშილობა უკვე დაიწყო…

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ხვალიდან სახელმწიფო კანცელარისასთან პროტესტის ნიშნად შიმშლობის აქციას იწყებს და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნასთან ერთად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვს. ინაშვილთან ერთად შიმშლობის აქციაში ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, მოშიმშილეები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასაც ითხოვენ. “პატრიოტთა ალიანსის” წევრთა განცხადებით, შიმშილობის აქციები დაიწყება საგარეჯოში, ბათუმსა და ქუთაისში. ამ წუთებში „პოსტალიონს“ აქციიდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ინაშვილმა უვადო შიმშილობა უკვე დაიწყო, მას 20 ადამიანი შეუერთდა. მოშიმშილეები ღამეს კანცელარიასთან გაათენებენ. როგორც უკვე ცნობილია ხვალ მეორე აქცია საპელაციო სასამართლოსთან გაიმართება.

ამ წუთებში აქცია მთავრობის სახლთან მიმდინარეობს, მომიტინგეები მთელი ღამის განმავლობაში არ აპირებენ დაშლას…

Comments
Loading...