პატრულმა გორში ფეხით მოსიარულეთა დაჯარიმება დაიწყო

საგზაო მოძრაობის შეფერხებისა და საავარიო სიტუაციების შექმნის მიზეზით პატრულმა რამდენიმე ათეული მოქალაქე უკვე დაჯარიმა.

იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქუჩას არასათანადო ადგილას გადაკვეთავენ, პატრული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს.

გორის ცენტრალურ ქუჩაზე (სტალინისა და ჭავჭავაძის გადაკვეთაზე) პატრულის ეკიპაჟის წევრები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ქუჩა არ გადაკვეთონ.

პატრული ფეხით მოსიარულეებს მოუწოდებს, რომ მათთვის განკუთვნილი გადასასვლელები (ე.წ. ზებრები) გამოიყენოს.

იხ. ფოტო, სადაც ახლადდამონტაჟებული აბრები ჩანს:

2a3f28311b18abc285e7235857dd07ca

Comments
Loading...