პედრო აგრამუნტი თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას “პოლიტპატიმარს” უწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი, პედრო აგრამუნტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას “პოლიტპატიმარს” უწოდებს. ამგვარად აგრამუნტმა უგულავა დღეს, ასამბლეაზე, საინაუგურაციო სიტყვისას მოიხსენია. “ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანია დავიცვა ასამლეის დეპუტატების უფლებები, რათა მათ შეძლონ შეასრულონ საკუთარი მანდატი, როგორც არჩეულმა წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოში და მათ ქვეყნებში. ამგვარად, ისეთი პირების, როგორებიცაა უკრაინელი ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლება, მათი თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განვიხილოთ დაინტერესებული ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად “, – განაცხადა აგრამუნტმა

guardian.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.