პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების მიღება მიმდინარეობს
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით,კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში შესაძლებელია მიმდინარე წლის 29 და 30 დეკემბერს სამუშაო საათებში,31 დეკემბერს-14:00 საათამდე.
“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას”,-აცნობეს “პირველს” უწყებიდან.