პენტაგონის ხელმძღვანელი – რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს

პენტაგონის ხელმძღვანელი რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევასა და დაშინებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ეშტონ კარტერმა კალიფორნიაში უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს და აქტიურად ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების დაშინებას. პარალელურად ნავთს ასხამს უკვე საშიშ ცეცხლზე, ახანგრძილვებს სამოქალაქო ომს, აღვივებს ექსტრემიზმს, რომელზეც რუსეთი ამბობს, რომ თითქოს მას ეწინააღმდეგება. ზღვაშიც, ჰაერშიც და კოსმოსშიც რუსები პროვოკაციულ ქმედებებში არიან ჩართული, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოსკოვის ბირთვული მუქარა ბადებს ეჭვს რამდენად ერთგული არიან რუსი ლიდერები სტრატეგიული სტაბილურობის მიმართ. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთთან ცივ იმს, არ გვინდა ის მტრად ვაქციოთ, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ–შეერთებული შტატები დაიცავს საკუთარ ინტერესებსაც და მოკავშირეებსაც,”– აცხადებს პენტაგონის ხელმძღვანელი ეშტონ კორტერი.

Leave A Reply

Your email address will not be published.