პეტრო პოროშენკო: რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანულ გამოცემა „ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

მისი თქმით, კონფლიქტის დაწყების რისკები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე გასულ წელს იყო.

„რუსეთი საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინას, ასევე ევროპულ ქვეყნებსაც. უკრაინის ტერიტორიაზე ამ დროისთვის 8 000 რუსი სამხედრო იმყოფება, ხოლო საზღვარზე ახალი რუსული სამხედრო ბაზაა შექმნილი.
რუსეთი ბევრ ინვესტიციას დებს ომისთვის მზადებაში, ჩვენ ამ კუთხით ვერანაირ განმარტებას ვერ ვიღებთ”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

წყარო: რეპორტიორი

Comments
Loading...