ფაჩულიას მხარდაჭერით აღფრთოვანებული NBA-ს ვარსკვლავი: სერიოზულად ვფიქრობ მოქალაქეობის შეცვლაზე
ქართველი კალათბურთელის მხარდაჭერით აღფრთოვანებული NBA-ს ვარსკვლავი რუდი გობერტი მოქალაქეობის შეცვლაზე ფიქრობს.
NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის გამოკითხვის შუალედურ შედეგებს გობერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
„სერიოზულად ვფიქრობ მოქალაქეობის შეცვლაზე. #countrysupport (#ქვეყნისმხარდაჭერა)“, – წერს გობერტი.
NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, „გოლდენ სტეიტის“ ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა. მას გულშემატკივრების 823 376 ხმა დაუგროვდა.
პირველ ადგილს ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი 987 479 ხმით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 630 766 ხმით სან ანტონიოს წევრი კავაი ლეონარდია.
კალათბურთელთათვის ხმის მიცემის პროცედურა 17 იანვარს, თბილისის დროით, 09:00 საათზე დასრულდება. სასტარტო ხუთეულის ვინაობა 19 იანვარს გამოვლინდება, ხოლო სრულ შემადგენლობას გულშემატკივრები 26 იანვარს იხილავენ.
info9.ge