ფაცურია : “მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების ზონდერებთან მიდის”

2 სექტემბერს, დღის სამ საათზე, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სროლა გაისმა – კაპიუშონიანი ახალგაზრდა მამაკაცი შავ ჯიპს მიუახლოვდა, ჯერ მძღოლის გვერდით მჯდომს ესროლა, შემდეგ კი მძღოლს დაახალა რამდენიმე ტყვია და გაიქცა. მოკლული სოსო ჯოხაძე აღმოჩნდა. ჯოხაძესთან ერთად მანქანაში ადვოკატი, 34 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი იმყოფებოდა, ის გულმკერდის არეში დაიჭრა. ადვოკატს ოპერაციაც ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში სოსო ჯოხაძის ძმა, გიორგიც იჯდა. გიორგი ჯოხაძე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია, ნასამართლები იყო მოკლული სოსო ჯოხაძეც.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ოპერატიულად დააკავეს – 35 წლის ბადრი ნათობაძე, მეტსახელად ბადუკა. გავრცელებული ინფორმაციით, ნათობაძეც რამდენჯერმეა ნასამართლები.

 

“ბადუკა ნათობაძეს სოსო ჯოხაძეზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, ამის შემდეგ კიევში უნდა გაფრენილიყო და ბილეთიც ნაყიდი ჰქონდა. მე მაქვს ჩემი ვერსია, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ძმებ ჯოხაძეებსა და ნათობაძეს შორის გარკვეული პერიოდის წინ სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ნათობაძე და ძმები ჯოხაძეები ბარში იყვნენ. ბადუკა განგრეულ კაიფში ყოფილა და ძალიან უზრდელად მოქცეულა, ეს არ აპატიეს ძმებმა ჯოხაძეებმა, საცემი იყო და სცემეს. შესაძლოა, ეს გულში ჩაიდო და შური იძია”, – ჰყვება ჯოხაძეების ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ჟურნალისტი და ყოფილი პატიმარი გია ფაცურია კარგად იცნობს მოკლულსაც და ბრალდებულსაც. ფაცურია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც წინა ხელისუფლებას ევროსასამართლოში უჩივლა და მოუგო. იგი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორი იყო და სასჯელს 2004 წელს იხდიდა.

გია ფაცურია იხსენებს, რომ მასთან ერთად იჯდა ციხეში ბადრი ნათობაძე და სოსო ჯოხაძე.

გია ფაცურია: “ნათობაძე ნარკოდანაშაულისთვის იჯდა, სოსო ჯოხაძე კი რისთვის იხდიდა სასჯელს, არ მახსოვს. ჯოხაძე ძალიან კარგი ადამიანი იყო, კავშირი არასოდეს ჰქონია ნარკოტიკებთან. მის მკვლელობაში ბრალდებული კი ყველანაირ სიბინძურესთან არის დაკავშირებული…

დარწმუნებით ვამბობ, ვაკეში მომხდარი მკვლელობის კვალი წინა ხელისუფლების ზონდერებთან მიდის. სოსო ჯოხაძე ყოველთვის მათი ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო.- აცხადებს ფაცურია

Comments
Loading...