ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკრძალება იყოს დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკრძალება იყოს დაკავებული სხვა, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით –  აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია 

 

განცხადების თანახმად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, უეფას მოთხოვნების შესაბამისად არის ნეიტრალური პოლიტიკურ საკითხებში, მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობისა.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს. როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლევან კობიაშვილი გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
ლევან კობიაშვილი 2015 წლის 3 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების 38-ე მუხლის 5 პუნქტის თანახმად სფფ-ის პრეზიდენტი შეიძლება იყოს სფფ-ის წევრის მიერ წარდგენილი 24-დან 70 წლამდე პიროვნება, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი.
საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკრძალება იყოს დაკავებული სხვა, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით.
ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, უეფას მოთხოვნების შესაბამისად არის ნეიტრალური პოლიტიკურ საკითხებში, მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობისა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გლდანის 21-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კობიაშვილი წარადგინა.
Comments
Loading...