ფედერიკა მოგერინი – იმედი მაქვს, მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს

იმედი მაქვს, რომ მალე საქართველო პოზიტიურ ახალ ამბავს შეიტყობს ვიზალიბერალიციის პროცესთან დაკავშირებით,– საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მოგერინიმ გუშინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, წლის ბოლოს ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
“გადადგმული ნაბიჯები რეალურად პოზიტიურია. ჩვენ ვერ გავაკეთებთ პროგნოზს, თუ რა შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად ვხედავთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია გაწეული სამუშაოსა და მაღალი პოლიტიკური ნების პირობებში. დარწმუნებული ვარ, მთელი თქვენი ქვეყანა შეკრულია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ და იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება.

Comments
Loading...