ფედერიკა მოგერინი – მოხსენება უახლოეს დღეებში გამოქვენდება

ვროკავშირი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოხსენება დეკემბრის ბოლომდე გამოაქვეყნოს. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო და უშიშროების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მისივე თქმით, საკითხზე მუშაობა გრძელდება და მოხსენება სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიდება.

„ ჩვენ თავიდანვე ვაპირებდით დასკვნა დეკემბერში გამოგვექნებინა და კომისია ამაზე მუშაობს. დებატები, რომელიც დღეს გავმართეთ იმაზე მეტყველებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. წევრი ქვეყნების შეფასება დადებითია და ეს განწყობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამ ქვეყნების მცხოვრებლებისთვის. ასე, რომ მუშაობა მოხსენებაზე გრძელდება და ის ამ თვეში, უახლოეს დღეებში გამოქვენდება“,-განაცხადა მოგერინიმ.

Leave A Reply

Your email address will not be published.