ფეისბუქი 2025 წლიდან მომხმარებლების “ტელეპორტირებას” დაიწყებს

სოციალური ქსელი “ფეისბუქი” 2025 წლისთვის “ტელეპორტატული” მოწყობილობის შქმნას გეგმავს, რომლის მეშვეობით მომხმარებლები ვირტუალურ სამყაროში რეალური შეგრძნებების განცდას შეძლებენ, – აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი წერს.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ, ფეისბუქის ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ შრეპფერმა განაცხადა.

“ფესიბუქს სურს შექმნას მოწყობილობა, რომლის მეშვეობით თქვენ აღმოჩნდებით იქ, სადაც გსურთ რომ იყოთ, მასთან ერთად, ვისთან ერთადაც გსურთ რომ იყოთ, განურჩევლად გეოგრაფიული შეზღუდვებისა”, – განაცხადა შრეპფერმა ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Web Summit-ის გახსნაზე დუბლინში.

მიზნის მისაღწევად, კომპანია ფეისბუქს რამდენიმე ძირითადი პრობლემის მოგვარება მოუწევს, რომელთა გამო ვირტუალურ რეალობას ეტყობა, რომ ყალბია, – ერს Business Insider-ი. კომპანია ვირტუალური ჩაფხუტის “ოკულუსი”-ს სრულყოფას მოახდენს, რომელიც ფეისბუქმა 2014 წლის ზაფხულში 2 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა.

ასევე, აუცილებელია ვირტუალური სამყაროს ისეთი იმიტირება, რომ მომხმარებელმა იგი რეალობად აღიქვას. ამის მოსაგვარებლად, კომპანია ფეისბუქმა 2015 წლის მაისში შეისყიდა კომპანია Surreal Vision-ი, რომელიც კომპიუტერული ხედვების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს. აღნიშნული ტექნოლოგია ამ ეტაპზე პირველ ნაბიჯებს დგამს, თუმცა შრეპფერის განცხადების მიხედვით, კომპანიის ჰორიზონტზე უკვე დიდი პერსპექტივები იშლება.

მორიგი პრობლემა, მომხმარებლების მიერ საკუთარი ვირტუალური სამყაროს შექმნაა. ამისათვის, “თაჩ კონტროლერ”-თან ერთად, კომპლექტში იქნება პროგრამა Medium-ი, რომელიც მომხმარებლებს სამგანზომილებიანი ობიექტების დაპროექტების საშუალებას მისცემს.

შრეპფერის განცხადების მიხედვით, მოწყობილობა “ოკულუს”-ის მთავარი მიზანი დემოკრატიული საინფორმაციო სფეროს შექმნა იქნება, რომლის მეშვეობით ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამაინს შეეძლება იქ მოხვედრა, სადაც მოისურვებს და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. აღნიშნული მიზნის მიღწევის პირველი ნაბიჯი, ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Rift-ის გამოშვება იქნება, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიშვება გაყიდვაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.