ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია-პოლიციამ მოკლული ბავშვის დედა დააკავა

სამართალდამცველებმა გამთენიისას ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნეს. პოლიციამ საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ–მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.