ფერეიდნელი ქართველები ზვიად ტომარაძესა და გიგი გიგიაძეს მადლობას უხდიან

ფერეიდნელი ქართველები დემოგრაფიული ფონდის დირექტორ ზვიად ტომარაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გიგი გიგიაძეს მადლობას უხდიან.
„ჩვენთვის ფერეიდნელი ქართველებისთვის, საქართველოს ვიზის აღება რთული იყო. მაისში როდესაც დემოგრაფიული ფონდის დირექტორმა, ბატონმა ზვიად ტომარაძემ ფერეიდანელებისთვის ქართული წიგნები ჩამოიტანა, მას ვიზის საქმეში დახმარება და საგარეო სამინისტროსთან შუამდგომლობა ვთხოვეთ. ორი თვეა ჩვენთვის ვიზის ჩაბარება და საქართველოში ჩამოსვლა ძალიან გაადვილდა. მადლობა დახმარებისთვინ ზვიად ტომარაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გიგი გიგიაძეს.
ფერეიდნელი ქართველების სახელით ჰადი ლაჩინაშვილი.” – ნათქვამია მადლობის წერილში.

Comments
Loading...