ფილმი “დედა, მამა, მე გეი ვარ” ჩვენება 19 თებერვალს გაიმართება

სამოქალაქო უფლებების დაცვის ორგანიზაცია საქართველოში-„იდენტობა“ მოქალაქეებს 19 თებერვალს ლიანა ჯაყელის ფილმის ჩვენებაზე ეპატიჟება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩვენებაზე მისულ სტუმრებს ფილმის რეჟისორთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება ექნებათ.

„პარასკევს, 19 თებერვალს, 19 საათზე იდენტობა ფილმის ჩვენებაზე გეპატიჟებათ. ნაჩვენები იქნება ლიანა ჯაყელის ფილმი “დედა, მამა, მე გეი ვარ”.

საშუალება გექნებათ შეხვდეთ ფილმის რეჟისორს და დისკუსიაში მიიღოთ მონაწილეობა.

მისამართი:მ. წინამძღვრიშილის ქ. 112, მე-3 სართ“, – ნათქვამია „იდენტობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ფეისბუქი

Comments
Loading...