ფილმი ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით (ვიდეო)

პირველი ფილმი ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით – “წამი, წამება, წამიერება…”. ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა რუსთაველის თეატრში გაიმართა. ფილმი ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება და მას საფუძვლად საქართველოს მეორე პრეზიდენტის მემუარები უდევს.

ფილმის პროდიუსერი მანანა შევარდნაძეა, ხოლო იდეის ავტორი და რეჟისორი ნანუკა კიკნაძე. ფილმის პრემიერას საზოგადოებისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

https://www.youtube.com/watch?v=kXC83H9cp94

Comments
Loading...