ფილმი მანდარინები Gaudí Awards-ზე წარადგინეს

ზაზა ურუშაძის ფილმი Gaudí Awards-ის ნომინანტთა სიაშია. მანდარინები საუკეთესო ევროპული ფილმის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ამავე ნომინაციაში კიდევ 3 ევროპული ფილმია წარდგენილი.

Matthew Warchus ფილმი ფილმი Pride; Olivier Assayas-ს ფილმი Clouds of Sils Maria და Ruben Östlund-ის ფილმი Force Majeure.

Gaudí Awards – ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც კატალონიის კინოაკადემიამ დააარსა და 2009 წლიდან გაიცემა. დაჯილდოვების ცერემონიალი 2016 წლის 31 იანვარს ბარსელონაში გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Comments
Loading...