ფილმის „მოცარტი ჯუნგლებში“ ვარსკვლავი „ოქროს გლობუსზე“ თმიანი იღლიით გამოცხადდა

26 წლის მსახიობი ლოლა კირკე „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე დეკოლტეთი და თმიანი იღლიით მივიდა.

3bf7163500000578-4100316-unshavenandunashamedlolakirkeproudlyshowedoffherarmpit-m-11483972373100

Mozart in the Jungle-ის ვარსკვლავმა, რომელსაც ელეგანტური, ვარდისფერი, ყვავილებით დაჩითული კაბა ეცვა, წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება იმით მიიქცია, რომ გაუპარსავი იღლიით პოზირებდა.

ამით მან იმ ქალების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, რომლებსაც საკუთარი თავის მოვლის საშუალებები არ გააჩნიათ და ბევრ სხვადასხვა პრობლემასთან უწევთ გამკლავება.

„მთავარია, როგორი პიროვნება ხარ და მნიშვნელოვანია, გაუზიარო შენი შეხედულებები სხვებს, იმის მიუხედავად, გეთანხმებიან თუ არა, ან გრძნობენ თუ არა ისინი შენს გულისთქმას. ჩემი სხეული ჩემი არჩევანია, თქვენი სხეული – თქვენი არჩევანი“, – განაცხადა მსახიობმა.

ლოლა პირველი არ არის, ვინც სოციალურად დაუცველი, ან სხვადასხვა დაავადების მქონე ქალების მხარდასაჭერად, თმიანი სხეულით წითელ ხალიჩაზე გაიარა.

1999 წელს, Notting Hill-ის პრემიერაზე, ჯულია რობერტსიც თმიანი იღლიით მივიდა.

download
download-1

Leave A Reply

Your email address will not be published.