ფილმში არის სააკაშვილის დაპატიმრების კადრებიც…

გოგა ხაინდრავას განცხადებით, სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის ამსახველი სერიალის ნახვას მაყურებელი გაზაფხულზე შეძლებს:
„ფილმში 400 მსახიობი მონაწილეობს. არის მთავარი და ეპიზოდური როლები. ბიუჯეტი იმ რაოდენობის გახლავთ, რაც ზოგადად , კარგი ხარისხის სერიალის გადაღებას სჭირდება. ფილმის პპირველი ნაწილის – 24 სერიის ნახვას ტელემაყურებელი ამ წლის გვიან გაზაფხულზე შეძლებს. შემდეგ , საზოგადოების განწყობის შესაბამისად, მეორე ნაწილზე გავაგრძელებთ მუშაობას”- აცხადებს ხაინდრავა. მისი თქმით ფილმში არის სააკაშვილის დაპატიმრების კადრებიც:
„დიახ, ფილმში არის ასეთი კადრები და ეს კადრები მე უკვე გადავიღე. მჯერა, რომ კადრები, რომლებსაც ახლა ვიღებ, ცხოვრებაშიც ახდება”- აცხადებს ხაინდრავა.

წყარო „ასავალ-დასავალი”

Comments
Loading...