ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მსოფლიო ბანკის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მსოფლიო ბანკის მხრიდან მისიას ენერგეტიკისა და წიაღისეულის მოპოვების Global Practice-ს მენეჯერი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რანჯიტ ლამეში ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს გააცნეს ბანკის მიერ საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამ მიმართულებით მათ მიერ მომზადებული წინადადებები და რეკომენდაციები.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოსაზიდად, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში კერძო-საჯარო სექტორის თანამშრომლობის ფორმატის უფრო აქტიური გამოყენების მიმართულებით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართული მხარე მსოფლიო ბანკთან ერთად მზადაა კომპლექსურად განიხილოს ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ენერგოდამოუკიდებლობისა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.
ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბაკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მერსი ტემბონი.

Leave A Reply

Your email address will not be published.