ფიქრია ჩიხრაძე: პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშაულებებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ”რუსთავი 2”-ს

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მედიასაშუალებებს ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა.

ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა რომელიც „რუსთავი 2″-თანაა დაკავშირებული, ისე მოგვარდება, რომ არხის ჟურნალისტები არ დაზარალდნენ.

„საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის აქტიურ თანადგომას უცხადებდა მედიასაშაულებებს, ბუნებრივია, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ”რუსთავი 2”-ს, რადგან ის არაერთხელ იყო გარკვეული საფრთხის ქვეშ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

დღეს ძალიან რთული სანახავია, როდესაც აქტიური კრიტიკული სიუჟეტების ნაცვლად გაჩერებულ შავ კვადრატს ვხედავთ.

დიდი იმედი გვინდა ვიქონიოთ, რომ ყველა პრობლემა რომელიც დაკავშირებულია „რუსთავი 2“ – თან მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდეს ტელეკომპანია, ჟურნალისტები რომ მათ თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

Comments
Loading...