ფიქრია ჩიხრაძე – პრეზიდენტის სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია

პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია, – ამის შესხებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.
მისივე მტკიცებით, ქვეყნის პირველი პირი არ დაუშვებს ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი სივრციდან გავიდეს.
“მე ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტი არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ ის იყოს სამართლებრივი სივრციდან გასული და მე მგონი, ეჭვიც არავის გეპარებათ იმაში, რომ პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია”, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით “ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ” აფასებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არ სურს”.

Leave A Reply

Your email address will not be published.