ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაწესებული სასჯელის გადახედვის ინიციატივით მიმართა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. პრემიერ-მინისტრმა თეა წულიკიანს ოქტომბრის არჩევნებამდე ამ კუთხით გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

„იუსტიციის მინისტრს მინდა ვთხოვო გადახედოს რას ითვალისწინებს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ჩვენი კოდექსი. რამდენადაც მე ვიცი არის ფულადი ჯარიმები და საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა რაღაც უკიდურესობაში გადავიდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხით გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...