ფლორიდაში 48 წლის ვლადიმერ პუტინი დააკავეს

ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში 48 წლის ვლადიმერ პუტინი დააკავეს. იგი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა, დებოში მოაწყო და უარს ამბობდა მაღაზიის დატოვებაზე. როგორც უცხოური მედია წერს, მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტის თანამშრომლებმა აგრესიული მამაკაცის დამშვიდება ვერ შეძლეს, პოლიცია გამოიძახეს.

დაკავებული ვლადიმერ პუტინი უსახლკარო აღმოჩნდა. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ეს არ არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
პოლიციამ ამერიკელი პუტინი დააკავა და ბრალად წაუყენა უკანონოდ ყოფნა სხვის ტერიტორიაზე და დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებულმა თავდაპირველად უარი განაცხადა ვინაობის გამღავნებაზე და პოლიციამ ის ჯონ ჯოუს სახელით დაარეგისტირა, თუმცა, პოლიციის დაკავების ოქმში ის უკვე ვლადიმერ პუტინის სახელით და გვარითაა დაფიქსირებული. მოგვიანებით, ამერიკელი პუტინი 1000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო:ipn.ge

Comments
Loading...