ფოფხაძე: ადამიანურად ძალიან მეწყინება თუ მანანა კობახიძე პარლამენტიდან გავა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდება და პარლამენტს დატოვებს, ეს მას ადამიანურად ეწყინება.

ჟურნალისტებთან საუბარში ფოფხაძე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიის თავმდჯომარედ შესაძლოა, მანანა კობახიძე აირჩიოს.

„ქალბატონი მანანა ჩემი მეგობარია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ადამიანურად ძალიან მეწყინება თუ პარლამენტიდან გავა, რადგან მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა თუ ეს საჭირო მისი პროფესიონალური რეალიზაციისთვის იქნება, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მერვე მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კვოტა თავისუფალი დატოვა, რადგან საშემოდგომო სესიაზე მაშინდელი უმრავლესობა აცხადებდა, რომ პარლამენტს უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა. შესაბამისად, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიეღოთ.

Comments
Loading...