ფოთსა და ხობში უკანონო თევზჭერის ორი შემთხვევა გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ფოთსა და ხობში უკანონო თევზჭერის ორი შემთხვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ ამავე უწყების ინპექტირების განყოფილების უფროსმა ეკა ჯინორიძემ განუცხადა.
მისი თქმით,ფოთში, ლარნაკას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტბიდან დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის სახლართი ბადე ამოიღეს. მისივე თქმით, უკანონო თევზჭერის მეორე ფაქტი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში დაფიქსირდა. ჯინორიძის ინფორმაციით, მოქალაქეები მდინარე ცივზე სახლართი ბადის გამოყენებით ნავიდან თევზაობდნენ.
„სახლართი ბადეები დაილუქა სპეციალისტების მიერ. შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა“,- აღნიშნა ეკა ჯინორიძემ.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...