ფოთში 35 წლის ქალი მე-7 სართულიდან გადახტა

ფოთში, ჯუღაშვილის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადახტა.

ექიმების განცხადებით, ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

როგორც „ინფო 9“- ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...