ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა მოყინულ გზაზე მოცურდა, გზის პირას მდებარე ბოძს შეეჯახა, ამოტრიალდა და თხრილში ჩავარდა.

ავტომობილის მძღოლი, 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

Comments
Loading...