ფოთში საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა

ქალაქ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მაცი ხვიტიას დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებას ხელი ორი დღის წინ მოაწერა. მაცი ხვიტია უფლება-მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ცნობისათვის, მაცი ხვიტია ზუგდიდელია და ის ამ დრომდე სხვა და სხვა თანამდებობებს იკავებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციაში. იყო ასევე ქალაქ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი. მაცი ხვიტიას კოლეგები ახასიათებენ, როგორც პროფესიონალ კადრს სისტემაში.

Comments
Loading...