ფრანგული ავიამზიდი “შარლ დე გოლი” “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება
საფრანგეთის ავიამზიდავი “შარლ დე გოლი” “ისლამური სახელმწიფოს” (IG) წინააღმდეგ საბრძოლველად, დისლოკაციის ადგილიდან, ტულონიდან 18 ნოემბერს გავა.
ამის შესახებ ტელეარხ BFMTV-ზე საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან ლე ფოლიმ განაცხადა.
მანამდე, ელისეის სასახლეში ნოემბრის დასაწყისში განაცხადეს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებისთვის საბრძოლო ხომალდების გაგზავნის შესახებ.