ფრანგული და საერთაშორისო კოალიციის მოიერიშეების წერტილოვან დარტყმებს ISIS-ის 33 წევრი ემსხვერპლა

ბოლო 72 საათის განმავლობაში ფრანგული და საერთაშორისო კოალიციის მოიერიშეებმა ათობით წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს. იერიშების შედეგად მოკლულია ISIS-ის 33 წევრი. განადგურდა რამდენიმე სამეთაურო ცენტრი. შეტევის გასაძლიერებლად პარიზმა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდი “შარლ დე გოლი გაგზავნა”.

იერიშების ინტენსივობა ორჯერ გაზარდა მოსკოვმაც. რუსეთი იერიშებს ზღვიდან და ჰაერიდან ახორციელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ისლამური სახელმწიფოს დასამარცხებლად ფართო კოალიციის შექმნას მოითხოვს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გაერთიანდებიან. საფრანგეთის ლიდერი ამ თემებზე მოლაპარაკებას ბარაკ ობამასთან და ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ვიზიტების დროს გამართავს.

Comments
Loading...