ფრანგული ჟურნალი “ვოგი”: საქართველოს გასაოცარი სტილი ჰქონია!

მოდის ფრანგული ჟურნალი “ვოგი”, საქართველოს განვითარების შესახებ წერს მოდის მიმართულებით და აღნიშნავს, რომ ქართული მოდა სწრაფად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, ჟურნალის ონლაინ პორტალი, მკითხველს ათი ქართველი ქალის “ინსტაგრამს სთავაზობს და წერს, რომ ისინი, მათი სტილითა და მოდური ჩაცმულობით, ყურადღებას იმსახურებენ.

“ვინ იფიქრებდა? საქართველოს გასაოცარი სტილი ჰქონია! ჩვენ არ ვგულისხმობთ შტატს, ეს არის საქართველო, რომელიც კავკასიის სამხრეთაღმოსავლეთში მდებარეობს და რუსეთსა და თურქეთს ესაზღვრება.

პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ რუკაზე უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, როგორც დიდი ნიჭის მქონე ქვეყანამ მოდის სამყაროში. თუნდაც დემნა გვასალიათი, რომელიც Balenciaga-ს ახალი კრეატიული არტ-დირექტორია და კიდევ სხვა ადგილობრივი ბრენდებით, რომელბიც სწრაფად იმკვიდრებენ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთებია, მაგალითად რია ქებურია და “კიკალას ატელიე”, – წერს ჟურნალი “ვოგი”.

Comments
Loading...