ფრანქფურტის აეროპორტში საეჭვო მგზავრი ქალი დააკავეს

პოლიციამ ​ფრანქფურტის აეროპორტში საეჭვო მგზავრი ქალი დააკავა.

მედიის ცნობით, ​ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის მიზეზად მგზავრი იქცა, რომელმაც კონტროლის ზონა სათანადო შემოწმების გარეშე გადაკვეთა.

მოსალოდნელი აფეთქების საფრთხის გამო, მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს. მომხდარის გამო, შესაძლოა, რამდენიმე რეისი გადაიდოს.

Comments
Loading...