ფრანსუა ოლანდი ფრანგულ კომპანიებს საბერძნეთში ინვესტირებისკენ მოუწოდებს

ფრანსუა ოლანდი ორ დღიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. ოლანდი ბოლოს საბერძნეთში 2013 წელს იყო. წლევანდელი ვიზიტის მიზანი კი ბიზნეს ურთიერთობების გაფართოვებაა, ოლანდთან ერთად საბერძნეთში ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

“ათენში საფრანგეთის საბერძნეთისადმი სრული მხარდაჭერის დასაფიქსირებლად ჩამოვედი. მსურს ფრანგულ კომპანიებს შემდეგი მესიჯი მივაწოდო – ჩადეთ ინვესტიცია საბერძნეთში”, – განაცხადა ოლანდმა.

ოლანდი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საბერძნეთის პირველ პირებთან, შეხვედრა უკვე შედგა ალექსის ციპრასთან. მთავარი სასაუბრო თემა კი საბერძნეთისთვის ახალ ტრანშს და ბანკების რესტრუქტურიზაციის გეგმას შეეხება.

Comments
Loading...