ფრანსუა ოლანდი – საფრანგეთის მტერი არის არა ასადი, არამედ “ისლამური სახელმწიფო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მტერი არის ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” და არა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი.

“სირიაში ჩვენ დაუღალავად ვეძებთ გადაწყვეტას პრობლემისა, რომელიც, ბაშარ ასადი კი არა, “ისლამური სახელმწიფოა”, _ განაცხადა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის პარლამენტის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინათ ოლანდის რიტორიკა ბაშარ ასადის მიმართ ძალიან მკაცრი იყო: “არ შეიძლება, ჯალათებმა და მსხვერპლმა ერთად იმუშაონ. ასადი პრობლემის მიზეზია და არ შეიძლება, ვითარების რეგულირების მონაწილე იყოს”.

Leave A Reply

Your email address will not be published.