ფრანსუა ოლანდმა რუსეთთან ფართომასშტაბიანი კოალიციის შექმნა დააანონსა

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კოალიცია რუსეთისა და აშშ-ს მონაწილეობით, მოახერხებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს.

ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქების მერების კონგრესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მომავალ სამშაბათს ვაშინგტონში, ხოლო ხუთშაბათს მოსკოვში გაემგზავრება, რათა 2 ქვეყნის ლიდერთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედებები განიხილოს.

„ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ფართომასშტაბიანი კოალიცია, რომელიც შეძლებს, გადამწყვეტი დარტყმები განახორციელოს“, – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

Comments
Loading...