საპარლამენტო უმცირესობა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენების შესახებ დღეს იმსჯელებს.
როგორც „ინფო 9“-ს საპარლამენტო უმცირესობაში განუცხადეს, ფრაქციის სხდომა 13:00 საათზეა დაგეგმილი.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ფრაქციაში სააკაშვილის ე.წ. გუნდიდან რამაზ ნიკოლაიშვილი, თინათინ ბოკუჩავა და კობა ნაყოფია შედიან, შესაძლოა, ფრაქცია მათ დატოვონ.