ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების შესახებ ხვალ იმსჯელებენ

საპარლამენტო უმცირესობა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენების შესახებ ხვალ იმსჯელებს.

როგორც „ინფო 9“-ს საპარლამენტო უმცირესობაში განუცხადეს, ფრაქციის სხდომა ხვალ, 13:00 საათზეა დაგეგმილი.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ფრაქციაში სააკაშვილის ე.წ. გუნდიდან რამაზ ნიკოლაიშვილი, თინათინ ბოკუჩავა და კობა ნაყოფია შედიან, შესაძლოა, ფრაქცია მათ დატოვონ.

Comments
Loading...