ფრაქცია “პატრიოტების” თავჯდომარე ეროვნული სამოსის დღის დაწესების ინიციატივას გაეცნო

პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრები გრძელდება. უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ეროვნული სამოსის დღის დაწესების ინიციატივა, ამჯერად კიდევ ერთი ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი ლომიას გავაცანით. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გიორგი ლომიასთან შეხვედრაზე 18 მაისის ეროვნული სამოსის დღის დაწესების შედეგად მოსალოდნელ პოზიტიურ მხარეებზე გაამახვილეს ყურადღება. კერძოდ: • საქართველოს ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია • ტურისტების მოზიდვა • უცხოური მედიის დაინტერესება • საქართველოს ეროვნული სამოსის დღის მსოფლიოს კულტურული ღონისძიებების კალენდარში მოხვედრა • ქართული რეწვის წარმოების გაზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა • მომავალში ეროვნული სამოსის დღეზე სხვა ქვეყნების მოწვევა და საერთაშორისო მასშტაბების მიცემა . ფრაქცია ” პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტში ამ საკითხის გატანის შემდეგ, მათი ფრაქცია მზადაა ეროვნული სამოსის დღის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

Comments
Loading...