პინგვინი პირველად როდესაც პარტნიორს ირჩევს, სიცოცხლის ბოლომდე იმ ერთთან რჩება

პინგვინები ცივი ზღვის ტალღებს შორის, ყინულოვან ანტარქტიდაში ბინადრობენ. აქ მათი 17 სახეობაა გავრცელებული. ადვილად ეგუებიან ნებისმიერ გარემო პირობებს, ბუმბულს კი მანამ არ იცვლიან, სანამ ახალი არ ამოუვათ, ამიტომ პინგვინებს ყინვა არ ადარდებთ, მათ ყოველთვის „აცვიათ“ თბილი ბუმბულის საფარი.

პინგვინებს კანქვეშ ქონის სქელი ფენა აქვთ, ამიტომ დიდხანს შეუძლიათ ცივ წყალში ცურვა და ხანგრძლივ მოგზაურობებსაც ხშირად აწყობენ (პინგვინები ცურავენ 36 /სთ სიჩქარით) ისნი ცხოვრების 2/3-ს წყალში ატარებენ. ფრინველთა უმრავლესობისაგან პინგვინი იმით განსხვავდება, რომ სიარულისას სხეული შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში დაიჭიროს, თუმცა პინგვინები ნელა, მოუხეშავად და სასაცილოდ დაბაჯბაჯებენ. სამაგიეროდ, ძალიან სწრაფად ცურავენ წყალში, ასევე სწრაფად მისრიალებენ ყინულზე მუცელზე გაწოლილნი, შეუძლიათ აცოცდნენ ნებისმიერი დაქანების აისბერგზე და ფრიალო კლდეზე, გადახტნენ წყალში ნებისმიერი სიმაღლიდან, ვერტიკალურად ამოხტნენ წყლიდან 1 მ-ზე მეტ სიმაღლეზე და ღრმად ჩაყვინთონ წყალში (20 მეტრ სიღრმეზე ჩადიან და იკ 80 წუთამდე ძლებენ).

c7746436f04b

პინგვინები ჯგუფურად ცხოვრობენ. საჭიროების შემთხვევაში, პინგვინების ჯგუფი იკრიბება და მოლაპარაკებას იწყებს, ინაწილებს ფუნქციებს, ათვალიერებენ ერთმანეთს. სადილობის შემდეგ, როდესაც პინგვინები ყინულზე წვებიან დასასვენებლად, როგორც წესი, პოსტზე ტოვებენ გუშაგს. შემდეგ იწყება ყარაულის ცვლა. გარკვეული დროის შემდეგ, პინგვინი-გუშაგი მიდის ერთ-ერთ მძინარ პინგვინთან და შენჯღრევით აღვიძებს მას. გამოღვიძებული პინგვინი იკავებს პოსტს, ყოფილი გუშაგი კი იძინებს. ყარაული ყურადღებით უკვირდება ცას, რათა დაიცვას ამხანაგები პომორნიკისაგან, რომელიც პინგვინთა უსასტიკესი მტერია. გუშაგი განგაშს სტეხს და პომორნიკიც ხახამშრალი რჩება. (ეს ძალიან საინტერსოა ფაქტია, მშვენიერი გუნდია პინგვინები ასევე ცხოვრაბენ სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში. პინგვინი ყოველთვის ერთგულ ოჯახს ქმნის.

ისინი დებენ 1-2 კვერცხს და მას ფეხებში ინახავს მამა პინგვინი, დედა კი საკვების საშოვნელად მიდის. მათ აგრეთვე აქვთ საბავსჰვო ბაღები, სადაც 3-დან 64-მდე პატარა პინგვინს უვლიან. ყველაზე დიდი პინგვინია სამეფო პინგვინი, რომელიც 1.20მ სიმაღლისაა და 46 კილოგრამამდე იწონის. იგი სხვა პინგვინისაგან ყვითელი ყელითაც გამოირჩევა. არსებობობენ საულ პატარა პინგვინებიც, მათი სიმაღლე 30 სმ-ია და ლურჯო შეფერილობით გამოირჩევიან.

ყველაზე ლამაზი და დიდია სამეფო პინგვინები. როგორც ყველა სხვა ფრინველი, ისიც კვერცხიდან ჩეკს თავის
ნაშიერს. პინგვინი ბუდეში ერთ ან ორ მოზრდილ თეთრ კვერცხს დებს. შემდეგ კრუხობას იწყებს. დედალი და
მამალი მორიგეობით ჯდება კვერცხებზე. როცა დედა ზის, მამალი საკვებს შოულობს, შემდეგ კი დედალს
ჩაენაცვლება. ზოგჯერ პინგვიები ძიძგილაობენ [”ჩხუბობენ”] და საკმარისია ამ დროს რომელიმე ბუდიდან
გადმოხტეს და მის კვერცხს დაეპატრონოს. უკვერცხოდ დარჩენილი პინგვინი დაიწყებს ხეტიალს, ხან
ერთ ბუდეს იადგება, ხან მეორეს, მაგრამ ყველგან ნისკარტით უმასპინძლდებიან.

page

პინგვინები თავიანთ ნაშიერს ერთად უყრიან თავს და ”საბავშვო ბაღს” აწყობენ. პატარებს
მასწავლებლებს უნიშნავენ. ასე იზრდებიან პინგვინები. პინგვინები ცოცხლობენ
15-20 წელი.
პინგვინი პირველად როდესაც პარტნიორს ირჩევს, სიცოცხლის ბოლომდე იმ ერთთან რჩება

Leave A Reply

Your email address will not be published.