პირადი ფირების სკანდალი,რომელიც ჩემი დაჭერით და”ქრონიკა+”-ის დახურვით უნდა დასრულებულიყო – კილაძე
ერთი წლის წინ ამ დროს დავწერე -დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება თქო და ქოცმადიდებლებმა გადამცეს ანათემას-საღამოს გადადგა და ჩემთვის წელიწადნახევრიანი ბრძოლა კახური კლანის წინააღმდეგ გამარჯვებით დასრულდა !
მერე რა რომ ამ ბრძოლაში გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი,იკადრეს ყველაფერი რისი კადრებაც შეიძლებოდა ოჯახის,შვილების,მეგობრების ლაფში ამოსვრის ჩათვლით.
სულ სამი დღე მომიწია დასვენება და მერე იყო პირადი ფირების დაგეგმილი სკანდალი,რომელიც ყველა ლოგიკით ჩემი დაჭერით და”ქრონიკა+”-ის დახურვით უნდა დასრულებულიყო.
ახლა ისევ ბრძოლაში ვართ,ერთი ფურუნკული “ანტრიკოტაც”მოვაშორეთ ამ ქვეყანას(შვებულებას მორჩება და მოუწევთ დადასტურება რომ წავიდა).
წინ ახალი გამოწვევებია: მე და შენ,ჩვენ და თქვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს !
ეს ჩვენი ბრძოლაა…სამშობლოსათვის .ერთადერთი,რასაც გპირდებით -არ დავიღლები !!!!!
ერთად გავიმარჯვებთ !!!!!!