“პირადი საუბრების გასაჯაროვება შემაძრწუნებელია, მაგრამ მათი შინაარსი შემაშფოთებელი”

დიდი ბრიტანეთის ელჩი მოხარულია, რომ პოლიტიკოსები გმობენ რაიმე სახის ძალადობრივ ინციდენტებს. ალექსანდრა ჰოლის განმარტებით, პირადი საუბრების გასაჯაროვება შემაძრწუნებელია, მაგრამ მათი შინაარსი შემაშფოთებელი.

“ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ავრცელებენ განცხადებებს ბოლო დღეების განმავლობაში და მკაფიოდ განმარტავენ, რომ არ არსებობს განზრახვა, მოაწყონ რაიმე სახის ძალადობრივი ინციდენტები. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლის მხრივაც საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და მესმის, რატომ არის ასეთი მაღალი ინტერესი “რუსთავი2″-ის საქმის მიმართ, თუმცა ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს. როდესაც ჩანაწერების შესახებ გავიგე, ერთი მხრივ, შევწუხდი, რომ ადამიანების პირადი საუბრები საჯარო გახდა, მეორე მხრივ კი, მათი შინაარსი სამწუხაროა, რადგან დემოკრატიის მხრივ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და ახლა არ არის დრო ძალადობისთვის, რევოლუციისთვის. პროგრესისკენ მიმავალი გზა ისაა, რომელზეც საქართველო უკვე დგას და დემოკრატიას აშენებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ალესანდრა ჰოლიმ.

Comments
Loading...