პირველად კინემატოგრაფიისა და კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, რომის პაპი კინოფილმში მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაციის თანახმად რომის პაპი ფრანცისკი საოჯახო-სათავგადასავლო ჟანრის ფილმში მიიღებს მონაწილეობას. ფილმის გადაღებას კინოკომპანია AMBI Pictures აპირებს.

ფილმში ფრანცისკი თავის თავს – რომის პაპს განასახიერებს. სიუჟეტი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ბავშვებზეა, რომლებიც სიმბოლურად, მოწაფეები იქნებიან და ქრისტეს ეძებენ. ფილმის სცენარის ავტორი გრასიელა როდრიგესია.

კინოსურათს „მზის მეორე მხარე“ ერქმევა, რომლის პროდიუსერები აცხადებენ, რომ ფილმი სულიერი გზავნილი იქნება ყველა ასაკის მაყურებლისთვის, რომლებიც უფლის გზას დაადგებიან, რათა საკუთარი ცხოვრება უკეთესი გახადონ და სხვებსაც დაეხმარონ.

კინოპროექტიდან შემოსული თანხა არგენტინის ბავშვთა სახლებს გადაერიცხებათ.

ფილმის გადაღება მალე დაიწყება.

წყარო: info9.ge

Comments
Loading...