პირველი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ოფიციალური შედეგები ცნობილია. რამდენიმე წუთის წინ ადგილობრივი შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი ხმათა უმრავლესობით, 65.5%-ით პროევროპელი ემანუელ მაკრონი გახდა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემების თანახმად, მაკრონის კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმათა 34.5% მოაგროვა.

ამ წუთებში ლუვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ემანუელ მაკრონის ამომრჩევლები უკვე ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ელოდებიან.

Comments
Loading...