“პოლიტიკა კი არ აბინძურებს ადამიანს, არამედ ადამიანი აბინძურებს პოლიტიკას”

– როგორ ფიქრობთ არის თუ არა პოლიტიკა “ბინძური სფერო” და აფუჭებს თუ არა ის პიროვნებას?

“მარტივად რომ განვმარტოთ პოლიტიკა არის პროცესი რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების ნორმებს. ამ პროცესში როგორც ავღნიშნე მონაწილეობას იღებენ ადამიანები და არა დაპროგრამებული რობოტები. ასე რომ მნიშვნელოვანია თუ როგორი ადამიანებით იღებენ მონაწილეობას ზემოთხსენებულ პროცესებში…
ხშირად მსმენია რომ პოლიტიკა აფუჭებს ადამიანს და წესიერი ადამიანის ადგილი პოლიტიკაში არ არის, ხოლო თუ წესიერი ადამიანი წავა პოლიტიკაში ის,მარტო მაინც ვერაფერს გახდება…
შეცვლის თუ არა ერთი ადამიანი თუ მას სურვილი ექნა ბინძურ პოლიტიკურ პროცესებს? რათქმაუნდა შეცვლის, მარტივად გეტყვით, ყავაში რძე ხომ ჩაგისხამთ?
ჩაასხამთ ერთ წვეთს, მუქი, შავი ყავა ოდნავ ფერს იცვლის, ჩაასხამთ რამოდენიმე წვეთს, ყავა ისეთი მუქი აღარ იქნება, ჩაასხამთ ფინჯანში უფრო მეტ რძეს ვიდრე ყავაა და მისი ფერი ნაკლებად შავი კი არა ნაკლებად თეთრი იქნება და ა.შ სანამ შავი ბოლომდე თეთრად არ გარდაიქმნება. ერთი წვეთით, ერთი ადამიანით იწყება ყველაფერი….ცოდვაა ხელი ჩაიქნიო და თქვა ის ცნობილი ფრაზა “მე, მარტო ვერაფერს გახვდები”
მე არ ვარ პოლიტიკური ექსპერტი, არც იმხელა გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში რომ რაიმე ახალი მექანიზმის გამოგონება შევძლო, უბრალოდ ერთში ვარ დარწმუნებული, რომ შეუძლებელია გულით კეთილსინდისიერი,ჩამოყალიბებული ადამიანი შეიცვალოს მთელი თავისი შინაგანი ბუნებით.
კი შეიძლება პოლიტიკაში მიდის ბევრი გაფუჭებული ადამიანი, მაგრამ ისინი იქ მოხვედრისას უკვე შინაგანი ბუნებით გაფუჭებულები არიან. აქედან გამომდინარე
პოლიტიკა კი არ აბინძურებს ადამიანს, არამედ ადამიანი აბინძურებს პოლიტიკას.”

აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი თარხან გასვიანი “mpress.ge”-სთან საუბრისას

Comments
Loading...