“პოლიტიპატიმრების ახალი სიის შესახებ მუშაობა არ მიმდინარეობს”

„თუ მუდმივმოქმედი პოლიტპატიმრების კომისია იარსებებს კომიტეტში, რომელსაც როცა მოუნდება ვინმეს გაშვება, იტყვის, რომ პოლიტპატიმარია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვეცილებით შეწყალების კომისიას და პრეზიდენტს, რაც ინსტიტუციონალურად არასწორია.
არასწორი სტანდარტი იქნება, თუ პოლიტპატიმრების თემას კიდევ წამოვწევთ პარლამენტში, რადგან ეს იქნება შეწყალების კომისიის მსგავსი ინსტიტუტი. ამნისტიის კანონში რომ მოექცა პოლიტპატიმრების სია, მიზანი იყო, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები გამოგვეშვა ციხიდან, ამისთვის ასეთი სამართლებრივი ფორმა გამოინახა. თუმცა, თუ ეს გაიწელება, არ იქნება სწორი”
, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

Comments
Loading...